აღწერილობა: საღეჭი ტაბლეტები წინწკლებიანი, ყავისფერი შეფერილობის, კვადრატული ფორმის მომრგვალებული ბოლოებით.
ტაბლეტის ერთ მხარეზე ამოტვიფრულია „5“, „10“, „20“, „40“, „80“ ან „120“, რაც მიუთითებს მოქმედი ნივთიერების რაოდენობაზე ტაბლეტში.
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
1 ტაბლეტის წონა საროლანერის რაოდენობა
125 .მგ. 5 მგ
250 მგ 10 მგ
500 მგ 20 მგ
1000 მგ 40 მგ
2000 მგ 80 მგ
3000 მგ 120 მგ
დამხმარე ნივთიერებები: აცეტატ სუქცინატის ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კაჟის ფიოქსინი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, შაქარი საკონდიტრო, გლუკოზა, ღორის ღვიძლის გამომშრალი ფხვნილი, ჰიდროლიზებული მცენარეული ცილა, A ტიპის ჟელატინი, ხორბლის ჩანასახი, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
საროლანერის ბიოწვდომა პერორალური შეყვანის შემდეგ აღწევს 85%-მდე.
საროლანერი ვრცელდება ცხოველების ორგანიზმის ქსოვილებით და გამოიდევნება ქსოვილებიდან სისხლის პლაზმაში ნახევარდაშლის ხარჯზე.
საროლანერის გამოდევნის ძირითადი გზაა ნაღველი და გამოყოფა ფეკალიებით.
საროლანერი განეკუთვნება იზოქსაზოლინების ჯგუფს, გააჩნია აკარიციდული და ინსექტიციდური მოქმედება. მისი მოქმედება იწვევს ექტოპარაზიტების ნერვული სისტემის დაზიანებას და მათ დაღუპვას. ასეთი მოქმედება დამახასიათებელია მხოლოდ უხერხემლოებისათვის და უსაფრთხოა ძუძუმწოვრებისათვის.
საროლანერი აქტიურია ზრდასრული რწყილების (Ctenocephalides canis, C. felis), ზოგიერთი სახეობის ტკიპების (Dermacemtor reticulatus, Ixodes hehagonus, I. Ricinus, Rhipiecephalus sanguineus და Sacroptes scabiei) წინააღმდეგ. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადგინეს საროლანერის აქტივობა ტკიპების ისეთი სახეობების წინააღმდეგ, როგორებიცაა Dermacentor variabilis, Ixodes scapularis, Amblyomma americanum, ასევე Demodex canis და Otodectes cynotis.
პრეპარატ საროლანერის გამოყენების შემდეგ აქტივობა რწყილების წინააღმდეგ იწყება 8 საათის შემდეგ, ტკიპების (Ixodes ricinus) წინააღმდეგ 12 საათის შემდეგ და გრძელდება გამოყენებიდან 35 დღე-ღამის განმავლობაში.
პრეპარატი სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, მოქმედებს 35 დღე-ღამის განმავლობაში ყველა სახეობის რწყილებზე, რომლებიც პარაზიტობენ ძაღლებზე, და იწვევენ რწყილების დაღუპვას, სანამ ისინი დაიწყებენ კვერცხების დადებას, რაც თავიდან აცილებს ცხოველების სამყოფელის კვერცხებით დაბინძურებას, რომლებიც დაზიანებული არიან რწყილებით.
რწყილები და ტკიპები უნდა მიეკვრნენ ძაღლის კანს და ჩაყლაპონ პრეპარატის აქტიური კომპონენტი. პრეპარატი იწვევს რწყილების დაღუპვას, რომლებიც პარაზიტობენ ცხოველზე 8 საათის შემდეგ, ტკიპების – 12 საათის შემდეგ.
ცხოველების მკურნალობა პრეპარატით განპირობებულია დაავადებების წარმოშობის რისკის დაქვეითებით, რომლებიც გადაიტანებიან ტკიპებით (ძაღლების ბაბეზიოზი, ანაპლაზმოზი, ბორელიოზი), 5 კვირის განმავლობაში.
გამოყენება და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ძაღლებზე ერთჯერადად პერორალურად ცხოველების საკვებთან ერთად ან მის გარეშე დოზით 2-4 მგ/კგ ცხოველის მასაზე.
სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 5 მგ ერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით 1,3-2,5 კგ
სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 10 მგ ერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 2,5-5 კგ
სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 20 მგ ერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 5-10 კგ
სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 40 მგ ერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 10-20 კგ
სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 80 მგ ერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 20-40 კგ
სიმპარიკა* საღეჭი ტაბლეტები ძაღლებისათვის, 120 მგ ერთი ტაბლეტი ძაღლებისათვის სხეულის მასით > 40-60 კგ
ძაღლებისათვის სხეულის მასით > 60 კგ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციების შესაბამისად
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.